პროტესტანტულ სისადავით ..


პროტესტანტულ სისადავით
უჭერო და უკარებო
ნისლში გდია გზის სანდალი.

დღეს პირველად დავაპირე
ავიღო და გადავღვარო
ჭიქა ლუდიც, სანაპიროც.

ფოთოლსაც კი აღარ იმჩნევ,
უზარმაზარ საფერფლეში
მე როგორღა გადაგირჩე?

ჩრდილოეთი დამიძველდა -
ორი ფერით, არც მეგონა -
აქამდე თუ გამიძლებდა.

დამიძველდა, როგორც ფქვილი,
როგორც პური გამომცხვარი,
ამოხსნილი გამოცანა,

შენ თუ იცი, ნოემბერო,
შენზე უფრო უკარებას
როგორ უნდა მომეფერო?
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი