გზა-ტკეცილი


“ხალიჩები გაგფენოდეს ოთხივ მხარეს” – მარინაა,
მე კი რკინის ქალამანი ტერფს მიხრავდეს, მარილიან
წყალს და ქვის პურს ვჯერდებოდე, შემიჭამოს
ქარმა თმა და შენ გეგონოს – შევიჭერი,
მთა გავაღო – თეთრი – სულ რომ შავად მოჩანს -
დახურული ჩემი ცით და შენი ჭერით:
ასე მინდა. მაგრამ მაინც გამოვკეტე
მონატრება იმ მთის გულში. შეიძლება-
დაგეკარგო. ალმასად ნუ შეიცვლები.
გულისგულში შეინახე ჩემი ძვლები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი