0 177

უსაზღვრებოდ ..


უსაზღვრებოდ -
თანაბარი კათეტებით
ნაძვებიდან გუმბათები გამოდიან.

ამ ქალაქში – სამი კვირის ადვენტია.
მაგ ქალაქში – სამი წელი მალოდინა
თოვლმა.

ყველგან სადენები – უძინარი -
ნათურების თითო მუჭი სილამაზე.

ხოლო თოვის კალენდარით – უწინ არის -
შობა – ნარაიამაზე.

ჩამოყარა
ერთი კალთა, მეტი არა -
ფქვილი,

ქვები – მონამქრული, ობიანი -
წინ დამიწყო მზემ და
ზურგით შეტრიალდა.

ისევ სამშობლოში მიცხობს -
ბარბარობის ლობიანებს.
კომენტარები (0)