ოცდაათი თეთრი


დღეს კაფეში ვკითხულობდი ლექსებს
გმადლობ ღმერთო მომეც წერის ნიჭი,
პოეზიით რა სიმდიდრეს ეძებ?!
დამცინოდა ვიღაც "მამას ბიჭი".
თუმცა იგრძნო, შურითა და ჯიბრით,
ვერ დაცხრება მგოსნეული ჩანგი,
მასაც მიხვდა, ცარიელი ჯიბით
მასზე დიდი და მდიდარი ვჩანდი.
სიხარულმა დამიცრემლა თვალი,
მხრებთან მედგა ანგელოსთა გუნდი.
ის თუ ამღამ, სულ გაძარცვეს მთვრალი,
მე ერთ ლექსსაც ვერ მომპარავს ქურდი.
ხიდზე შევდექ, ავიხედე მაღლა,
მთვარის სახე დამეამა გულზე,
პოეზიით შეიძლება დაღლა,
პოეზიას ვერ იყიდი ფულზე.
რაა ფული?! ზიზღმა გამკრა თავში
თუ არ, სულის უკურნელი კეთრი,
და ხიდიდან გადავყარე მტკვარში
შერჩენილი ოცდაათი თეთრი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი