სიზმარი


წუხელ ავ სიზმარ გავსინჯე,
თითქო გაღმისკე გავეო,
მძინარს ნუ მებრძვი სიკვდილო,
მო, ცხადში გამათავეო,
ვერ დამაშინებ, წამიყვა,
გინდა დღე გინდა ღამეო,
ანდა რად შამეშინდება,
შენთან ფიც-ვერცხლი ვჭამეო
ორწყალს გადავალ, წამამყე,
ქართლისკეც მომედავეო...
ოღონდ, მძინარეს დამეხსენ,
მო, ცხადში გამათავეო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი