შუამთის შუაღამე


შუაღამისას შუამთას,
შუქი შეადნა შორით,
შემომეშენენ შინდები,
შრიალით, შარა-შურით.
შემოდგომისას შიშველი,
შამბში შეეხვა შარა,
შველს შიგ შავარდნა ვუშალე,
შველმა არ დაიშალა.
შორი-ახლობით შავყევი,
შეინავარდა მშვენად,
შევნიშნე შურმა შემიპყრო,
ვშობილიყავი შველად.
შვიდჯერ შავობამ სიშავის,
შემომაგება შიში,
მეშურნებოდა შუამთის
შველის შეშლილი ჯიში.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი