ლია ლიქოკელი - პოეტი

ლია ლიქოკელი - ფოტო

პოეტი ლია ლიქოკელი დაიბადა 1986 წლის 6 მარტს.

განათლება მიიღო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, კინორეჟისურის მიმართულებით. 
მისი სადებიუტო წიგნი „დევის ცოლის სიცილი“ 2013 წელს გამოვიდა. ლიამ მონაწილეობა მიიღო ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ ფესტივალში „ინსომნია“, მისი მოთხრობა შესულია საფესტივალო კრებულში. აგრეთვე მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსში „წერო“, სადაც ჟიურისა და კულტურის სამინისტროს რჩეული გახდა.