0 80

მოეშვი შაკიკიანი თავიდან ..


მოეშვი შაკიკიანი თავიდან
ანალგინის კოშკების ამოყვანას,
ანუ სპილოს ძვლის!
ეპატაჟი ფრანგების მოგონილია.
იცი, რა სამშობლოებია საბნის ქვეშ?
ოღონდ, ტკივილის ბაცილა არ უნდა შეგყვეს,
წყალი მოდის, სინათლე ანთია,
ჩამოიბანე საქმიანი დღე და შედი,
მოიცილე შიში სწორი ხაზების
სიმართლის წინაშე,
პატარა, მოკუნტული, მაგრამ შენი,
ებრაელი მხატვრების სიყვარული,
რომელიც დაგანგრევდა,
გოიას რომ ერთადერთი მარგალიტი
არ მოეშუქებინა
ამ ყველაფერზე ფიქრობ საბნის ქვეშ,
ლამის, შუადღემდე, ბუების თავშესაფარში,
რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ტოროლებისაა,
მოზომილად მოქმედებენ,
წკრიალის განრიგიც კი აქვთ,
მაგრამ სუტინს, რომელიც კედელზე გიკიდია,
მშობლიურ სილოგიზმში ვერ ჩატენი
ტკივილი გათენებისას გაღვიძებს,
საბნისქვეშა სამშობლო გათელილია,
მზე, თურმე, ამ დროს ადგება სახლს,
ასეთ უკუთხო გარემოში, თავშესაფარს,
მითუმეტეს, ვერ იპოვი,
მას უფრო, რამე მხიარული
ნატურმორტი მოუხდებოდა, ვიდრე
სანთლის ძაფივით დაგრეხილი სუტინი,
ტკივილის შეფუთვნას ვანებებს თავს
და ვტირი,
ავადმყოფობას თავისი ხედვა აქვს...
კომენტარები (0)