0 175

რომანტიკის გარეშე


როგორ მიყვარდა სიარული ჟანგისფერ ხავსზე!
როგორ მათბობდა ბლომად მზე და სულ ცოტა ჩრდილი,
როცა ფინჯანში ჩაის ოქრო დნებოდა ტკბილად
და იყო მიწა დაბეჟილი ვაშლებით სავსე...
მე არ ვფიქრობდი არაფერზე, ნელ-ნელა თავში
მზე შედიოდა და არღვევდა ტვინის ზეობას,
თავზე მოხვეულ კომპლექსებს და მოვალეობას
და მახსენებდა ბუნებასთან გაწყვეტილ კავშირს...
ნორმალურ მშობლებს არ უჩნდებათ ფრთიანი ბავშვი,
ხორცი რომ ცვივა, ეფანტება თითები ქარში
რა რჩება მისგან არაფერი _ ვარდი კორსეტზე.
მაგრამ ის უნდა ჰყვარებოდა ორლესულ დანას -
რაინდს, რომელმაც სამუდამოდ დააგვიანა
და რომანტიკას იისფერი მკერდი მოკვეთეს...
კომენტარები (0)