0 105

სიყმაწვილესთან გამოთხოვება


ლალისფერ ღვინოს შეეპარა ჭანგი და ძმარი,
გამოვალ გარეთ _ გულში დანა, ყელზე მარყუჟი,
გადიდდა სახლი, სოროს ვეძებ, რომ შევიყუჟო,
მოვიკუნტები, ჭრილობაზე დავიყრი მარილს,
დადგება წყალი, რძე მჟავდება, კნინდება გვარი,
ვნებითი ხდება, ეკარგება ზმნური სიმძაფრე,
შენზე რომ ვიყავ გამობმული, წყდება ის ძაფი,
თავქარიანო სიყმაწვილევ, ილევა მთვარე,
ფითრი ედება ჩემი მკერდის მარცხენა მხარეს,
რომელიც ვერ ვთქვი, თორემ სიტყვა, რამდენიც გინდა,
მშვენიერ სხეულს მოარხევდა, უმეტაფორესს,
გულში კი მჭირდა ის მარგილი, იმ ღობის სარი,
რომლითაც შენთვის მოიზომე ფერები შინდის,
მე კი სიმართლე დამიტოვე და სიმარტოვე...
კომენტარები (0)