ამ ქალს თვალებში..
ამ ქალს თვალებში მეტასტაზების ტოტები უჩანს, როგორც ფანჯარაში, ლაპარაკზე ბორკილი ადევს, შიში მუცლის ძირიდან მოდის, ბორკილი _ თავიდან, აიძულებს საგანი იყოს საგანთა შორის და არა სიტყვა მათი გამომხატველი, რაც დამატებით ტკივილს მიაყენებდა. ტელევიზორში ჟურნალისტების გახელების ტემპერატურა აფეთქებას უახლოვდება, თავს ვუშველოთ! იმ ქალიდან გამოვიხედოთ, რომელიც გამჭვირვალეა გაზაფხულის ფანჯარასავით.