ყველამ გადადოს თავისი საქმე ..

ყველამ გადადოს თავისი საქმე,
როცა დღე თითქოს უცვლელია,
შეურხეველი,
მაგრამ რუხი ქვა ადგება
და ხმადაბლა მიდის
ჭრელი ტბებისკენ –
ტანში მარცხნივ რომ გვილივლივებს.
და ვინც კი ამ დროს
გადახუროს თავისი გული
მგლების კრამიტით,
ან გადაიცვას გულზე საქმე,
როგორც ალიბი,
არ დაიწყევლოს,
მაგრამ რა ვთქვა…
ცხადი არ მყოფნის
ავხსნა ეს სევდა –
სიზმრიდანაც ამომაქვს წყალი –
აუმღვრეველი, წამებული, აღარავისი.