0 409

მიკროსკოპი


არავინ დაშინდა რატომღაც ჩემსავით.
ვერავინ დაინახა უჯრედების წამლეკავი მელანქოლია.
ხახვის ფურცლის უჯრედები,
ოროსნების და ხუთოსნების თმის ღერთა უჯრედები,
დაუჯრედებული მთელი კლასი,
ხედიც – ფანჯრიდან…
უცებ, სამყაროს გარსი აეფხრიწა.
გაუცხოებული გზა სახლისაკენ.
სახლიც – ყველა ოთახით.
უფრო შორს კი –
დაუჯერებელი უცხო მშობლები
დაუჯერებელ სამსახურებში…
რა სევდა. რა ჯადოქრობა.
მიკროსკოპით ნანახი მუნჯი კინო.
თითქოს,
ღმერთი თვალისაკენ რაღაცას ამოგძახის,
მაგრამ მთავარს მაინც არ გეუბნება…
კომენტარები (0)