ბავშვებს გამოსდით ..
ბავშვებს გამოსდით – თვალს არაფრით ახამხამებენ! და ეს სასტიკი გულწრფელობაა, რადგან ხამხამი კადრიდან ჭრის წამის თუნდაც მეათასედებს, რომლებიც ერთად რომ შეკრიბო და გადააბა, ერთი სიცოცხლე კიდევ გამოვა. ეს მოვუგვარეთ – ლეიბებში – მატყლის ნაცვლად – ტყვიები ყრია. მათი პატარა ბალიშები სავსე არის ჯარისკაცთა ოცეულებით. წვეთებს კანიდან წერილებივით გვიგზავნიან, ავად არიან, მაგრამ არ ვიცით ოფლის კითხვა და გაუშიფრავ ხელნაწერებს ემსგავსებიან დამლაშებული პირსახოცები.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი