ასე შევეჩვიე დაღლას ..
ასე შევეჩვიე დაღლას – თითქოს ზურგზე ცოცხალი მგელი – სასკოლო ჩანთასავით უბრალოდ. ფუნჯივით რბილად შემომდის მისი ყმუილი ბეჭებში. დარუხდება და ჩამშვიდდება, ჩადგება ყველა სხვა ფერი გრიგალივით. და ჩამოშორდება სახესაც ღიმილის წნული – ეს გაიძვერა ბუდე. ვწერდი: თითებიც რომ მომყვეს ამ მოქნეულ კარში და ძვლებიც დამეფშვნას, გულიც რომ მომყვეს ამ კარებში, ნაბიჯსაც არ გადავდგამ არსაით-მეთქი. და მართლაც, ირგვლივ დღეები გააქვთ და გამოაქვთ. მე კი ფეხსაც არ ვიცვლი, დედაც ამ კართან მომიკვდა, ყველა უცხო ქვეყანაშიც ამ კართან ვიყავი და ბავშვებიც სწორედ თქვენს გამოხურულ კართან გავაჩინე.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი