დღეს შენი თვალები ამზისფერსხივდა


იას

დღეს შენი თვალები ამზისფერსხივდა,
დღეს შენ ხარ საოცრად პოეტი,
და როცა თვალები სხივებს აღარ თვლიდა,
მე შენთან მზისფერად მოვედი...

გაგიოცნებე და გაგითბე ღიმილი,
მაკრთობდა გარეთ რომ წვიმდა,
ვშიშობდი რომ წვიმა შენს თავს მომპარავდა,
და ძილშიც ეს შიში მჭირდა...

დღეს შენი თვალები ამზისფერსხივდა,
დღეს მეც მაგ თვალებით გავბრუვდი,
და რადგან ამ წვიმამ მაინც მოგიტაცა,
მე შენს წასაყვანად დავბრუნდი...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი