ერთ სახლში


“ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.”
                                          შოთა ნიშნიანიძე

ერთ სახლში სამნი ვართ,
მე, შენ და პატარა,
ერთი და სამი...
მიყვარს ეს ციფრები,
ამბობენ ცამეტზე უამრავ ჭორ-მართალს,
მაგრამ ეს რიცხვია, მზისა და ცის ფრთები...

ღმერთი ხომ ერთია, და თანაც სამობით,
ერთია სიცოცხლეც, რწმენაც და ქვეყანაც,
მხოლოდ ერთხელ მოხდა, თან ოცდათერთმერტში,
ქათქათა მანდილი ამაყად მეფარა.

ერთ ლოცვას ვიტყვი და სამ სანთელს ავანთებ,
ერთი და სამი...
მიყვარს ეს ციფრები,
ერთს პლიუს სამი ხომ ოთხია, ამიტომ,
მალე, ამ ერთ სახლში, ჩვენ ოთხნი ვიქნებით...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი