ზღაპრის მზე


მე გაზაფხულის ჩანაფიქრი ვარ,
ერთი სამყაროს ერთი პოეტი,
რადგან უჩემოდ არავინ არ ხარ,
შენთან მოვედი, ციდან, სწორედ იმ

ციდან, რომელიც მიყვარს და მათბობს,
რომელიც ლამაზ სასწაულს ახდენს,
მხოლოდ ჩემთვის და ისე ლამაზად,
ოცნებაშიც ვერ ვბედავდი ამდენს.

და დავიბადეთ ერთად მე და შენ,
ჩვენი ხელები ერთად თბებიან,
როცა მზის სხივი ზღაპარს გვიამბობს,
ამ ზღაპრის შუქზე, ზღაპრის მზე მქვია.

როცა ვიძინებთ ზეცას გვინათებს,
სიზმრების ელვა, ბრძანება ზევსის,
შენ სამუდამოდ დაგკარგა იმან,
მე სამუდამოდ გიპოვე ჩემთვის.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი