საფიქრალს რა გამოლევს


მე დიდხანს ვფიქრობდი...
საფიქრალს რა გამოლევს...
ვიღაცა გარიჟრაჟზე სიგარას აბოლებს...
ვიღაცა გულიანად იცინის... ხარხარებს...
ცხოვრება ახარებს...
ვიღაცას ცრენმლიანი თვალები ჰქონია...
სირცხვილი ჰგონია...
ვიღაცა უცნაურად გიმზერს... გაგიღიმებს...
ვიღაც კი სევდიან სიმღერას ღიღინებს..
მზე ჩასვლას აპირებს...
ვიღაცას აცინებს...
ვიღაცის-ვიღაცით-ვიღაცა ატირეს...
და ისევ ვფიქრობდი...
ღამით რომ ვიღაცა სიგარას აბოლებს...
თურმე რა დიდხანს მიფიქრია...
საფიქრალს რა გამოლევს...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი