0 66

სიდონიას ლექსი (ეძღვნება დედიკოს, ანუ მე)


დედას მუდამდღე დარდისგან ვიცავ;
მთელი მსოფლიოს სიმდიდრის წონა
ვერ შეედრება, დედიკოს ვფიცავ,
რაც მე მის გულში სიმდიდრე მომაქვს.
მე პატარა ვარ, ციცქნა გოგონა,
და დიდ სიყვარულს ვატარებ გულით,
მე ხომ იმიტომ გავჩნდი, რომ დედა
არასდროს ვნახო ატირებული.
მე ხომ სიცოცხლის ფეთქვა ვარ მისი,
მე ხომ აკვანთან მიმღერის ნანას,
ღმერთო დაგვლოცე მე და დედიკო,
ამას ვნატრობ და ვინატრებ ხვალაც...

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)