შენს გვერდით ვბუდობ


ისევ ფიქრი და ისევ ოცნება,
სულ არ ყოფილა იოლი ეს დრო,
ირგვლივ იგივე რეალობაა,
მიდის დრო...
და დროს თითქოს ვერც კი ვგრძნობ....

ამ დროსთან ერთად ვიცვლებით ყველა,
თითქოს სიბერეც კარზე მოგვადგა,
სულ ერთი ვიყავ, ახლა ორნი ვართ,
და ფიქრიც თითქოს გამიორმაგდა...

ბედნიერი ვარ, ლოდინიც მხიბლავს,
ფანჯრიდან ცქერა აღარ მაშინებს,
მე ვარ ის სახლი, შენ რომ ეძებდი,
შენ ხარ ის ბუდე, მე რომ ვაშენებ...

გამოგიტყდები, დამჩემდა ერთი,
ღამით შენს სუნთქვას მალულად ვუსმენ,
თითო ჩასუნთქვა თითო წამია,
შენი გული ძგერს ჩემს ხელის გულზე...

წუხელაც ასე მშვიდად გისმენდი,
ძილში რაღაცას ბორგავ და წვალობ,
ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ,
შენს გვერდით ვბუდობ სამარადჟამოდ...

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი