მარიჯანი - პოეტი, მწერალი

დაიბადა 1890 წლის 12 ივნისს, თბილისში.
 
1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.  პირველი ლექსი - „ტბა“ 1916 წელს გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული კი - 1921 წელს. 1926 წელს გამოვიდა მისი საბავშვო პოემა „ნელი ცირკში“, რის შემდეგაც მარიჯანი ძირითადად საბავშვო ნაწარმოებებს წერდა.
 
მარიჯანი მთარგმნელებით საქმიანობასაც ეწეოდა. თარგმნიდა კ. ჩუკოვსკის, ა. ტოლსტოის, ს. მიხალკოვის საბავშვო თხზულებებს. იოსებ გრიშაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის „ტარტუფი“, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“, ნ. პოგოდინის „თოფიანი კაცი“. მარიჯანის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე.
 
მწერალი 1978 წლის 9 მაისს გარდაიცვალა.

წყარო: gendermediator.org