ჩამონაცრემლი


გულის ვარამის გადმონაცრელი,
ცრემლია ღაწვზე ჩამონაცრემლი.
ჯვარი ჩუმია, მკერდში ზის ყუჩად,
როდესაც კვნესის თვალს ცრემლი უჩანს.
ცრემლია შვება,
ჩურჩული მისნის,
შიგ დაჭრილ გულის
ფეთქვის ხმა ისმის!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი