შენ, თვალო სულიწმინდისა ..


შენ, თვალო სულიწმინდისა,
ადამის მოდგმის გაისო,
ცისკენ გამდებო ხიდისა,
სერაბინთ უზესთაესო.
წინაშე ძისა შენისა,
მას დღესა განკითხვისასა
ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი,
გვექმენი შუამდგომელი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი