მზისდარი ქალის ამ მუდარიან ..

მზისდარი ქალის ამ მუდარიან
თვალებში დარდის ნაბუდარია
დაუშრა შენი კოცნით ცრემლები
მათ ნაცვლად ღამის ცას უდარია
თმები დაღვრილი შენი დაღლილი
უდაბნოს მკერდზე ამოდ არიან
ვით არალის ზღვის ორი ნაწნავი
სირ-დარია და ამუ-დარია.

წყარო: litklubi.ge