ღმერთო ცალმხრივი სიყვარულისგან ..


ღმერთო ცალმხრივი
სიყვარულისგან,
რამდენი კვდება
საღ-სალამათი,
მადლობელი ვარ
რომ ამარიდე
ბედი მათი და
სამსალა მათი,
რომ შემაყვარე
ეს მუსულმანი
ქალი, იესო
ვარ მადლობელი,
ამ ტრფობის გამო
მუჰამადისთვის,
მასაც შეთვლილი
აქვს სალავათი.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი