ჩემს ბავშვობაში ..

შეიხ ალი სეიდაბადის ხსოვნას

ჩემს ბავშვობაში ამ მეჩეთში ვინც იყო მოლად
ქცეულა მიწად, მტვრად ქცეულა,
ბალახად, მოლად.
ჩვენს გულებში კი კლდედ ქცეულა
მოძღვრება მისი,
წუთისოფელის ზღვის ზვირთცემას
რომ ხვდება მოლად.

წყარო: litklubi.ge