ბუხარა: ღამე

ცაა პერგამენტი არაბული
კალამი _ მინარეთი კალანის მეჩეთის
ვარსკვლავნი _ მოციქულის ხელრთვა ირიბული
მთვარე_ ალაჰის ბეჭედი

მონორიმიანი დუბეითი
ან ქოქ-ფირუზის ჩალმიანი
ოთხი მუშთაიდი თუ სეიდი _
ცის ყურანს აჰყურებს ჩარ-მინარი.

წყარო: litklubi.ge