მთვარიანი ღამე


მთაწმინდა _ წმინდა სავანე მოგვთა
და გზა _ ყვითელი სხივების გარე,
სიცოცხლით სავსე მზე თითქოს მოკვდა
და მის ცივ ცხედარს დაერქვა,,მთვარე”.
მთვარის ღიმილი დაეცა ქუჩას _
ვერცხლია ზეცა და ფილაქანი,
მუხლისთავები ღამეს რომ უჩანს,
იმიტომ ისმის ქარის ქაქანი...
ასეთ ღამეში ლექსიც მეტია
და კაციც ფიქრობს, რატომღაც ასე:
ალბათ მზიანი დღე ასეთია
მიცვალებულთა სამეფო კარზე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი