ვინ იცის


ვინ იცის,ახლა ჩვენს ჭერხოში რა ქოთქოთია,
შემზარავი და ველურობის რაღაც მაგვარი,
საღვთო აქვს ჩემი დაბრუნების ხვთისოთ თოთიას..
და სტუმატ სოფლელს გულს უღადავს წინწანაქარი.

ვინ იცის,ახლა მოხუცები ფეხონში სხედან,
და,როგორც მამცდარს,არ მახსენებს არავინ კაცად,
ხუცესმა კიდევ შემახცეწა ადგილის დედას
და სადობილო მაუხსენა ჩემს დედინაცვალს.

ვინ იცის,ახლა ჯვარში ხსნიან ლუდიან კოდებს,
წირვა იქნება,გაიყვანენხვალის სწორს მარხვას...
ვინ იცის,ტახტზე მომაკვდავი ბაბუა გოდებს
და შვილიშვილის ენატრება საცოდავს ნახვა..

ჰგონის წყალში გადავყარე ყველა სიკეთე,
რომ არ დავსჯერდი მის რჩევას და დავტოვე ურჩმა,
ვინ იცის,ახლა ჩემს მეზობელს მგელას იკვეთენ
მისდია მტერს და ვერ მოსჭრა მარჯვენა დუშმანს.

ვინნ იხის,ზოგი ჩემს საქციელს იქნებ არც სწუნობს,
ზოგს კიმ იქნება აღარცა აქვს იმედი ჩემი;
ვინ იცის,უკვე გამოვთოვე მე სადსტურო,
გამოიყვანეს პირქუში და მარისხებს თემი...

ვინ იცის,ახლა ჩვენს ჭერხოში რა ქოთქოთია,
შემზარავი და ველურობის რაღაც მაგვარი,
საღვთო აქვს ჩემი დაბრუნების ხვთისოთ თოთიას..
და სტუმატ სოფლელს გულს უღადავს წინწანაქარი.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი