ნუ მეუბნები


ნუ მეუბნები, რომ ვერ გიწამებ,
რომ ჩემი გული სხვამ გაიყოლა
და მალე კიდევ სხვა გამიტაცებს,
შენი კი... იყო და არა იყო რა!..

სევდით და იჩვი ნუ მიღლი თვალებს,
ნუ ამბობ, რომ ეს განცდა ჩაცხრბა,
რომ ყველაფერი გაივლის მალე,
რომ დასრულდება ეს გატაცება!

ნუ მაქოთქოთებ დილით - მწუხრამდე,
ჩემი გულის და ფიქრის ნაწილო!
ღმერთმა ნუ ქნას, რომ არვის ვუყვარდე,
ღმერთმა ნურც ის ქნას, სხვას შეგაცილო!

გულში ტრფიალის შხამი გუბდება,
სჩანს, მისი ბოლო ისრით დავიჭერ,
მაგრამ, ძვირფასო, ამის უფლებას
ვერც ვინ წამართმევვს, ვერც მიმანიჭებს.

ამისთვის შენაც არ გამიწყრები,
ვიცი, არც აუგს იტყვი ამჯერად,
შენ რომ მიყვარხარ თავდავიწყებით,
ესეც მეყოფა ახლა სასჯელად.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი