0 64

ჩემო შინშებო


ზღვისპირეთს ვიყავი
გუშინწინ ამ დროს,
დღეს კი გველეთში
ვიკითხავ შინშებს,
ანწლის არაყი
თანდათან მათრობს,
ფიქრიც,წუხილიც
თანდათან მიშვებს.
კეცეული და
გამდნარი ერბო
აწყვია ჩემს წინ
დადგმულ ტაბლაზე...
და მირჩევნია ეხლა ეს ჭერხო
სასწაულ დღსთვის
მორთულ დარბაზებს.
ლამაზ ბოთლებში
ჩასხმულ კონიაკს
მე მირჩევნია
არაყი ანწლის,
და უფრო ტკბილი
არსად მგონია,
მამუკა როცა
მაღალას მაწვდის;
როცა ხთისია
პირტკბილად მლოცავს,
ახსენებს ღმერთს და
ანდრეზებს მითვლის,
ჩემს გარდასულთან
მახვედრებს როცა
მრუდე მკლავით და
მოჭრილი თითით.
თქვენ გაგიმარჯოთ
ჩემო შინშებო,
ყველა ხატმა და
ღმერთმა გიშველოთ!
ძლივს დავისვენე,
როგორც კი მსურდა,
მამუკავ,ერთიც
კიდევ დაასხი,
რესტორნის ხმაურს
შენფერ ხევუსურთან
მე მირჩევნია
ასე ბაასი...
ვიღებ ტაბლიდან
გაპოხილ ნაწვრეთს
ვილოცები და
ერბოში ვაწებ...

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)