1 510

წამოდი მთაში


წამოდი მთაში... ფიქრს რად ასე უწყალოდ მისევ,
შენ რომ გგონია იქ არც ისე მკაცრი მთებია
ან უიმედო სიყვარულზე მიმღერე ისევ
ვიდრე ეს ბოლო იმედებიც გაცივდებიან.

წამოდი, თორემ შენს ნაკვალევს გულიდან ვერ ვშლი
ლანდივით დამდევ ჯადოქარი მართლა გრძნეული...
რაღაც კარგი და მიმზიდველი ბევრია შენში,
მაგრამ ხარ ჩემთვის მეტად ცივი და შორეული.

თუმცა ვის გულში უნდა ჰპოვო, ძვირფასო, ბინა,
ვინ გიძღვნის, ვინა, სადედოფლო სკამს იებიანს...
წამოდი, ვიდრე შენს წილ გულში მზე დგას და თბილა,
ვიდრე ეს ბოლო იმედებიც გამციებია!

წყარო: litklubi.ge

კომენტარები (0)