წერილი დედას


თეთრი სამოსელი
გადაიცვეს ხეთა,
შეიბურა ირგვლივ
ვეღარაფერს ვხედავ.

ისე მოხუშირა
გულგასახარ თოვას
რომ კარგა ხანს, დედი
სახლში ვეღარ მოვალ.

ქარბუქს ავეხვევი
ან ჩამიტანს ზვავი,
ეჰ, ბუნებაც ჩემთვის
მკაცრია და ავი.

სამი დღეა ვუცდი
ჩვენს მიდამოს დარსა,
მაგრამ აღარც დარი
წასასვლელიც არსად.

ქარი ნამქერს აყრის
მიტოვებულ აკვნებს...
დედი, ფუძე-კერა
კარგად დააჟამკრე.

თორემ ისე მკაცრად
მოუხშირა თოვას
ვიცი კარგა ხანი
სახლში ვეღარ მოვალ.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი