ჩვენ განვშორდებით..
ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი, შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი, შენი მზერა და ხმა გასახარი. მე დამავიწყდა ქართული ხმები, მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს, ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით, მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს. და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე ეპიტაფიებს დაფარვს ხავსი, მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზე ვინმე შკრთება გრძნობებით სავსე. ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა შენი რუსული ხმების შეხებად, როგორც ყოფნაში შეუხვედრელთა მოუხუცებელ ლექსში შეხვედრა.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი