სადგურზე


სადგური სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს...
შენ მითხარი, რომ ეს გატაცება
რაღაც შორეულ სიზმარს გაგონებ.
შენ მითხარი, რომ ჩემ დაბრუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა.
და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის.
ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი