ჩემი ლექსები


შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის,
ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს...
ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა,
მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ!
გაბზარულ სხივებს - ამართულ ხელებს,
საღამოს, დღეში - თრთოლვას, ძიებას,
ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს
ჩემი ლექსები, ვით პატიება!
მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას.
ტრფობას დამალვის, არგამოჩენის,
როგორც სიკვდილშიც არდავიწყება.
არ დაივიწყებს ლექსები ჩემი.

1944 წელი,
ფრონტი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი