საუბრისას


რა დავწერო? ან რას იტყვის წამი.
რომ მზესავით ელვარებდეს მარადის!..
შენ მითხარი, დასწერეო რამე,
გულმა მითხრა: - არა ღირს.

გავჩუმდები, თეთრი რითმის ქოჩორს,
დე, დუმილის ბორკილები აწვეს.
გაზაფხულზე ვესტუმრები კოჯორს,
მოვა ია და იაზე დავწერ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი