მორის ფოცხიშვილი - პოეტი

მორის ფოცხიშვილი - ფოტო

მორის თომას ძე ფოცხიშვილი დაიბადა 1930 წლის 11 ივნისს ქალაქ თბილისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 

მ. ფოცხიშვილის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1950 წელს, მას შემდეგ მრავალჯერ გამოქვეყნდა მისი კრებულები. მათ შორის აღსანიშნავია: “გული დაეძებს გულს”, “ხმა”, “რწმენა”, “ცის გახსნა” და სხვა. 1981 წელს გამოვიდა პოეტის ერთტომეული.

მორის ფოცხშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ და სხვა ენებზე. მისი ლექსები გვიტაცებს ცხოვრების წინააღმდეგობების რეალისტური გადაწყვეტით. პოეტმა იცის, რომ ცხოვრება სიძნელეებთან და დაბრკოლებებთან გამუდმებული ჭიდილია. იგი შეჰხარის “სიცოცხლის იმ ესტაფეტას”, რომელსაც თაობათა კავშირი ქმნის.

მორის ფოცხიშვილი გარდაიცვალა 1993 წელს.

დაკრძალულია მცხეთაში დედათა მონასტრის ეზოში თავისი ანდერძისამებრ.