“ვინ გამახარებს”


- ვინ გამახარებს – იტყოდა დედა,
გაშლიდა მკლავებს…
 მიწას ვწყდებოდი...
და როგორც მერცხლის ბუდეს მ
                                                 ე
                                                 რ
                                                 ც
                                                 ხ
                                                 ა
                                                ლ
                                                 ი
დედას კისერზე ვეკიდებოდი.
ვინ გამახარებს – იკითხავს მიწა,
გაშლის ბელტებს და იმას მსგავსებით,
ვით ერთ დროს დედას, ამჯერად მიწას
ჩემივ ნიჟარით მივეტმასნები...

ვინ გამახარებს იკითხავს ზეცა.

წყარო: litklubi.ge

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი