1 2397

სიმღერა მზეზე


მზე ჩემს სიცოცხლეს სინათლით ავსებს,
როცა ქარი ქრის და ავდარია.
ერთად დავდივართ მიწაზე, ცაზე, _
მზე ჩემი კარგი მეგობარია.
მზე ჩემთან ერთად აღვინებს ვაზებს,
როცა ქარი ქრის და ავდარია.
მზე ჩემთან ერთად დაცურავს ზღვაზე, _
მზე ჩემი კარგი მეგობარია.
მე მის ხელებზე ბავშვივით ვწევარ,
როცა ქარი ქრის და ავდარია.
ხშირად მგონია, მზე თავად მე ვარ,
რადგან მზე ჩემი მეგობარია.
სწორედ ამიტომ არ ვკარგავ იმედს,
როცა ქარი ქრის და ავდარია, _
მე ბედნიერი ვიქნები, ვიდრე
მზე ჩემი კარგი მეგობარია.
კომენტარები (0)