ანდუყაფარო ..


ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;

ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ -
თუნდა ჩამქოლონ...…
ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს -
ფრთები მასხია
თქვენგნით...
მხოლოდ თქვენგნით
რამეთუ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი