გადმოწერა: PDF

გაივლის დრო და..

_ გახსოვს?! _
გეტყვი დღევანდელ დღეზე;
შენ შემომხედავ,
აგევსება თვალები ცრემლით.
_ აი,
ხომ ხედავ _
სასურველის
მიღწევა შევძელ.
_აი,
ხომ ხედავ _
გავამართლე იმედი შენი.
გაივლის დრო და...
_ გახსოვს?! _
გეტყვი დღევანდელ დღეზე;
შენ შემომხედავ,
აგევსება თვალები ცრემლით.
_ აი,
ხომ ხედავ _
რაც მინდოდა,
ვერაფრით შევძელ.
_ აი,
ხომ ხედავ _
გავამტყუნე იმედი შენი.
გაივლის დრო და...
უნდა ითქვას ორიდან ერთი.
გაივლის დრო და...
გამოჩნდება ახალი ვინმე.
გაივლის დრო და...
_ თქვი,
რომელს გეტყვი! _
მეორეს?!
პირველს?!