იმდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა..


იმდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა,
იმათზე კარგი ვინ უნდა მოკვდეს!
მაგრამ მე მაინც სევდას მგვრის ახლა _
არც ისე იგი,
რაც უკვე მოხდა,
როგორც ის _
აწი რაც უნდა მოხდეს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი