შენ სისხლო ჩემო..


შენ _
სისხლო ჩემო _
სად არ დაღვრილო...
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი...
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, _
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ _
სისხლო ჩემო _
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი...
ხანძთა...
ვარძია
და ისიც, _
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ _
სისხლო ჩემო _
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია...
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება _
ვცდილობ-გაშორო, _
რაც შემიძლია.
შენ _
სისხლო ჩემო_
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო...
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, _
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.
3 კომენტარი
ქეთრინნ3 წლის წინ

ჩემს საყვარელ მასწავლებელს- გულთა'მზეს მახსენებს.. მან დამასწავლა ეს ლექსი((

ანანო კიკოლაშვილიმოსწავლე2 წლის წინ

arc ise kargi leqsia amas ufliscixe jobia

ანანო კიკოლაშვილიმოსწავლე2 წლის წინ

სისიხლო Dჩემო.არასწოორი ამობეჭდილია წესით ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი