0 5029

მადლი იმ ზართა


რაც კი ზარია შემოკრული დღემდე ალავერდს, _
მადლი იმ ზართა შესწეოდეს მეზვრე მანაველთ,
მეზვრე ჩუმლაყელთ,
მეზვრე შილდელთ,
მეზვრე ახმეტელთ! _
მე ვინაიდან ღვინოებში კახურს ვაღმერთებ.
რაც კი ზარია შემოკრული აქამდე ყინწვისს, _
მადლი იმ ზართა შესწეოდეს ტურფაა ვინც კი:
მროელთ, არბოელთ,
მცხეთელთ, კასპელთ,
გორელთ აგრეთვე!@ _
მე ვინაიდან ქალთა შორის ქართლელს ვაღმერთებ.რაც კი ზარია შემოკრული საერთოდ სადმე, _
მადლი იმ ზართა შესწეოდეს ყველა ნაღდ ქართველს:
ჰყვაოდეს ქართლი,
იმერეთი, ფშავი, კახეთი! _
მე ვინაიდან დუნიაზე მამულს ვაღმერთებ.
კომენტარები (0)