რომ არ გიცნობდე ..


რომ არ გიცნობდე,
ვით არ გიცნობდი, –
და, როგორც მსურდი, –
ისე რომ მსურდე...
აი, მაშინ კი მესმის სიცოცხლე, –
უხანმოკლესი თუნდაც!

ვაი, რომ გიცნობ,
ვაი, რომ ვერვინ
ვერ განმიახლებს იმ უტკბეს წუთებს...
სხვებისას უსმენს დღეს გულის ძგერას,
ჩვენ რომ ვისხედით, –
ბაღის ის კუთხე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი