არაგვთან ნათქვამი


ამ მთათა გამო,
ამ ტყეთა გამო,
ყველაფრის გამო,
ირგვლივ რაც არი;
ვინც აქ იშვა და…
ვინც აქ იზარდა, –
არ შეიძლება იყოს ლაჩარი!

არაგვი!
ხედავ…
ხედავ და გინდა,
ხედავ და გინდა,
სულ რომ უყურო…
აღფრთოვანდება, –
ვინც უნდა იყოს
და…
რაც არ უნდა იყოს უგულო, –
კაცი,
რომელიც
შეხედავს
არაგვს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი