კრწანისი


ეს ადგილი კრწანისია! –
დაისთაგან ქართლისათა
რიგით ბოლო დაისია!

აქ ქართველნი ჩაიხოცნენ, –
მტკვარი გახლავთ ამის მოწმე.

ამ მიწაში წვანან ახლა
კაცნი ყველა გორისანი;
მხნედ ხმარობდა ზოგი ფარ-ხმალს,
ზოგი გახლდათ მოისარი.

წევს წყნეთელი კახის ფერხთით,
კარსნელს მიწაც კი არ შეხვდა!

არბოელი
უწევს გვერდით ქიტესა –
ხევსურს –
პირიქითელსა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი