შემოდგომის იდილია..

შემოდგომის იდილია!
სად ერწო და ღულელია,
ყველაფერი ყვითელია,
ყველაფერი კეთილი...
მარტო ბრიყვი კუნელია,
ეს ბრიყვი და სულელია,
ეს პატარა სულელია
წითლად თვალდაჭყეტილი.